საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 20:15 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან (20:04 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში) დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე, თბილისის დროით 20:04 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 23 კმ_ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.











