fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოში პანდემიის საფრთხის შეფასება გადაჭარბებულია – EPRC-ის კვლევა

01:46 ნოემბერი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
958
ნახვა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე, ლოქდაუნის აუცილებლობასა და ქვეყნების მხრიდან ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიაზე კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პრობლემის მასშტაბი და სიმწვავე გადაჭარბებულია, ხოლო სახელმწიფოს რეაქცია პრობლემაზე არც აქამდე იყო და ახლაც არ არის მისი თანაზომადი.

“უდავოა, რომ ვირუსი 2020 წლის მთავარი გამოწვევა გახდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვან საფრთხეებს წარმოშობს. დიახ, მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსი საშიშია და შესაბამისი ღონისძიებების ჩამონათვალი ქვეყნების უმრავლესობაში მეტ-ნაკლებად მსგავსია. თუმცა არსებობს მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი: რამდენად გონივრული და ეფექტიანია ეს ღონისძიებები?!”- აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, შესაძლო მასშტაბური ეკონომიკური დანაკარგები, ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემები საკმაოდ სახიფათოა, რაც არაეფექტური პოლიტიკითაა განპირობებული.

“მარტიდან დღემდე დაგროვილი ფაქტობრივი მასალის ანალიზი და მსოფლიოში ცნობილი ექსპერტების მოსაზრებების გაცნობა შესაძლებელს ხდის დასაბუთებულად წარმოდგენს არგუმენტი, რომ ბევრი ქვეყნის მთავრობათა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული გზა COVID-19-თან ბრძოლის, კერძოდ, ძირითადი აქცენტის გადატანა ეგრეთწოდებულ ლოქდაუნზე იყო მცდარი, არაეფექტიანი და საშიში მძიმე ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ჯანდაცვითი თუ სხვა შედეგების თვალსაზრისით.” – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გატარებული პოლიტიკა ნაკარნახევი იყო შიშით, იყო ნაჩქარევი, უსისტემო და მასში მკაფიოდ არ ჩანდა მოქმედების შესაძლო შედეგების გააზრება.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პოლიტიკა არც რისკჯგუფების დაცვისთვის არის საუკეთესო და არც ვირუსის გავრცელების პრევენციის გარანტიას იძლევა.

კვლევაში მოყვანილია მსოფლიო პრაქტიკაც:

ისლანდიაში, სადაც ლოქდაუნი არ ყოფილა, დღემდე კორონავირუსით სულ 16 გარდაცვლილია. ქვეყანამ დაავადების პრევენცია საწყის ეტაპზე მრავალრიცხოვანი ტესტებითა და კვლევით სცადა. ლოქდაუნი არც იაპონიას ჰქონია (კონსტიტუციით აკრძალულია). მიუხედავად ამისა, იაპონიაში დღეში 1 მილიონ ადამიანზე გარდაცვლილთა რიცხვი 1-ს არ აღემატება. ტაივანში ეპიდემიის დაწყებიდან ჯამში 7 ადამიანია გარდაცვლილი. ხოლო ინფიცირებულთა რიცხვიც ძალიან ცოტა იყო, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ფორმა მოქმედებს.

“ხანმოკლე ვადით ლოქდაუნის გამოყენება გამართლებული იქნებოდა პოტენციურად კატასტროფული შედეგების მომტანი გადამდები დაავდების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვებამდე. მიმდინარე წლის მარტის ბოლო დეკადაში, როცა ლოქდაუნი მრავალი ქვეყნის პასუხის ცენტრალური ელემენტი გახდა, უკვე ცნობილი იყო, რომ COVID-19 არ წარმოადგენდა იმდენად საშიშ დაავადებას როგორადაც წლის დასაწყისში მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, ზოგ ქვეყანაში (მაგ. იტალია) უკვე შემოღებული ლოქდაუნი თვეების განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო ზოგან (მაგ. დიდ ბრიტანეთში) ლოქდაუნი ამის შემდეგ შემოიღეს”, – აღნიშნავენ კვლევაში.

კვლევაში პრობლემის დრამატიზების განმაპირობებლად ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე წამყვანი სახელმწიფოებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის არათანმიმდევრული მოქმედებები სახელდება. ჩინეთში გამოცხადებული ლოქდაუნის პოპულარიზაციას უკავშირებს მკვლევარი სოციალური მედიის მიერ პრობლემის სიმწვავის გადაჭარბებულად წარმოჩენას.

“მნიშვნელოვანი იქნებოდა მოსახლეობის დამშვიდება ექსპერტების მიერ და ინფორმაციის მკაფიო, მარტივი, ნათელი ფორმით მიწოდება, რაც არ მოხდა მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, და მათ შორის, საქართველოშიც. შესაძლებელია ითქვას, რომ იმ დროისათვის ასეთი არჩევანი არ არსებობდა, მაგრამ დღეს, როცა დაავადების შესახებ უკვე მდიდარი ინფორმაცია დაგროვდა, დამაჯერებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ COVID-19-ის საფრთხე გადაჭარბებულია, ამავე დროს, უკვე მარტში არსებობდა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული მოქმედების სქემები”, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, გავრცელების შენელება-შეჩერება უკავშირდება “ჯოგური იმუნიტეტის” დადგომას ან პოპულაციის მედეგობას დაავადებისადმი, ხოლო ტესტირება, შესაძლოა, გამოდგეს მონიტორინგისა და მოსახლეობის ინფორმირების კარგი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია აპრობირებული ეპიდსაწინააღმდეგო ზომების ეფექტიანი დაცვა.

“განსხვავებული სტრატეგიებით ქვეყნები აღწევენ მსგავს შედეგებს და პირიქით, მსგავსი სტრატეგიებით — განსხვავებულ შედეგებს. აქედან გამომდინარე მეტად სათუოა ის, რომ ნაკლებად დაზარალებული ქვეყნების შედეგები უმთავრესად სახელმწიფო პოლიტიკითაა განპირობებული. COVID-19-ის თავისებურებებზე ჯერაც საკმაოდ ცოტაა ცნობილი და არც ეს გარემოებაა სათანადოდ გააზრებული. ამის გაცნობიერება ხელს შეუწყობს პანდემიაზე უფრო რეალისტური პასუხის შემუშავებას და ქვეყნები უფრო მეტად დაეყრდნობიან ფაქტობრივ მონაცემებს, ვიდრე ნაჩქარევად შედგენილ მოდელებსა და დაავადების გავრცელების დინამიკის უეცარი ცვლილებებით ნასაზრდოებ პანიკურ განწყობებს”, – აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშის ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ მარტში არჩეული სტრატეგია უფრო ახლოს იდგა ვირუსის ელიმინაციის პოლიტიკასთან, ვიდრე მასთან თანაცხოვრების სწავლებასთან.

“ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსით, საქართველო მოხვდა მსოფლიოს იმ 15 ქვეყნის რიცხვში, სადაც პანდემიის მიმდინარეობისას მაქსიმალური შეზღუდვა 100 ქულით დაფიქსირდა.

როგორც ამას ეპიდემიოლოგები აღნიშნავდნენ, ქვეყანაში არ იყო ინფიცირების სერიოზული შიდა წყარო, შესაბამისად საგანგებო მდგომარეობა მეტისმეტად მკაცრი და არათანმიმდევრული ნაბიჯი იყო. საქართველოს ლოქდაუნის მეშვეობით დაავადების გავრცელების ხანგრძლივი ვადით შეკავებისთვის საჭირო ეკონომიკური, ლოგისტიკური და ადამიანური რესურსი უბრალოდ არ გააჩნდა. ახლა კი, ყველაზე არახელსაყრელ დროს და ნაკლები რესურსით ქვეყანას უწევს ინფიცირებისა და დღიური გარდაცვალების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლების პირობებში ცხოვრება”, – აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ ლოქდაუნი, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ღარიბ ფენებს, ახალგაზრდობას და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს აზარალებს.

კვლევის ავტორების განცხადებით, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ კორონავირუსთან თანაცხოვრების ოპტიმალურ გზებს უნდა მიაგნონ და ჯანმრთელი მოსახლეობის გადაადგილებისა და ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების მკაცრი შეზღუდვა გამოსავალად არ მიიჩნიონ.

თეგები: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRCლოქდაუნი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

სლოვაკეთში ორკვირიანი ლოქდაუნი და 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნოემბერი 25, 2021
823
საზოგადოება

ვითარების მართვისთვის მკაცრი ლოკდაუნები აღარ განიხილება – ამირან გამყრელიძე

აგვისტო 12, 2021
771
მთავარი ამბავი

ჩაკეტვებით ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 8, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია