ყოფილი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს.
როგორც დავითაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის, რადგან „საქართველოში პოლიტიკა მდიდართა სპორტია“.
„არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. პოლიტიკას თავი დავანებე. მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკიდან წასვლის ის გახდა, რომ მთაწმინდის არჩევნებში ვერ გავიმარჯვე, ასევე, არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსები.
საქართველოში პოლიტიკა მდიდართა სპორტია, ეს ყველგან გამოჩნდა. პოლიტიკაში სამომავლოდ დაბრუნებაზე არ ვფიქრობ“,- განაცხადა დავითაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 2019 წლის 19 მაისს ყოფილმა პოლიტიკოსმა კობა დავითაშვილმა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, დავითაშვილმა პოლიტიკა დატოვა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











