“საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, თუნდაც ამ უბრალო მიზეზის გამო, ვერავითარ გათავისუფლებაზე საუბარი ვერ იქნება”,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„სენატში მოსმენები თუ ნახეთ, იქ გაჟღერდა არა ჩემი, არამედ ამერიკული პოლიტიკური სპექტრის მიერ, რომ ნიკა მელია ციხეში ზის, რადგან დაარღვია კანონი. ასე ვფიქრობთ ჩვენც, ასე იფიქრა ქართველმა მოსამართლემაც. ეს წითელი ხაზი კი არ არის, ეს არის ის, რაზეც საუბარს არავითარი საფუძველი არ აქვს. ასევე, უსაფუძვლოა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს მრავალჯერ ითქვა.
ერთადერთი, რასაც ქვეყნის გარედან ოპოზიციას ყველა მოუწოდებს, არის ის, რომ პარლამენტშია დემოკრატიის ადგილი და დემოკრატიული პროცესებისთვის ფორუმი. მათ ყველა მოუწოდებს, რომ ამ შენობაში შემობრძანდნენ და ქვეყნის საკეთილდღეოდ იმუშაონ“, – განაცხადა წულუკიანმა.










