fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დღეიდან საქართველოში შიდა ფრენები განახლდება

08:28 ივლისი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
867
ნახვა

დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.

24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე ჯამურად ექვსი რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე ხუთი რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე სამი რეისი შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განმარტებით, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

„შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შიდა ფრენების დაწყება მნიშვნელოვანია, ამას ელოდება, განსაკუთრებით როგორც ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც. მოლოდინი რომ დიდია, ეს ბილეთების გაყიდვაზეც აისახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდული“,- აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ „კოვიდ-19“–ის პანდემიის ფონზე 2020 წელი შიდა ტურიზმის წლად არის გამოცხადებული და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ვიზიტორებს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

„ავიაბილეთების ფასები არ შეცვლილა და არის იგივე. 2020 წელი გამოცხადდა შიდა ტურიზმის წლად და ამიტომ ყველაფერი კეთდება, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ. „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები ადგილობრივ აეროპორტებში მიმდინარეობს. ნატახტარის, ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ეს იქნება დეზობარიერები, სოციალური დისტანცირება თუ თერმოსკრინინგი“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ხუთი სიხშირით შესრულდება, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ბათუმის მიმართულებით კი, კვირაში ოთხი სიხშირით იქნება ფრენები შესაძლებელი.

თეგები: ფრენა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ივნისი 28, 2021
776
საზოგადოება

„ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ფრენებს 18 აპრილიდან განაახლებს

აპრილი 15, 2021
812
მთავარი ამბავი

დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენა აღდგა

თებერვალი 12, 2021
902

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია