საქართველოში თვითიზოლაციაში 54 464 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 033 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-391, აჭარაში-1 055, ხოლო იმერეთში-35.
სულ 6 ოქტომბრიდან-28 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებ21ში გადაყვანილია – 18 882 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 464 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 845 პირი, აჭარაში-13 353, იმერეთში-4 578,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.











