ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა დაჩქარებული წესით შემოვა. – ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა.
„შაბათიდან საქართველოში ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება დაიწყება. ქვეყანა პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.“ – აღნიშნა მინისტრმა.










