საქართველოში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებშიც ჩატარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.
„ევროპაში არის ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო.
კერძოდ, ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება. ისინი იქნებიან დაბრენდილები, სადაც მოქალაქე მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რასაც ის მიიღებდა პოლიკლინიკაში“, – განაცხადა მინისტრმა.











