„კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა, რომ ამაზე „ქართული ოცნება” წამოვიდეს“,- ამის შესახებ „გირჩი -მეტი თავისულფების“ ლიდერმა, ზრაბ ჯაფარიძემ პარტია „გირჩის“ 7-პუნქტიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
როგროც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, , „გირჩის” მოთხოვნები არარეალისტურია.
„კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა, რომ მაგაზე „ქართული ოცნება” წამოვიდეს – მაქსიმუმ დაპირდნენ. არ წამოვა ზუსტად ვიცი! მსგავსი არარეალისტური მოთხოვნები მაგათ რამდენჯერმე გააკეთეს, სინამდვილეში ნებისმიერი მაგ პუნქტის შესრულება ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას გულისხმობს, ჩემი აზრით კი, ის ძალაუფლებას არ დათმობს. ან რატომ უნდა დათმოს, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ისედაც ჩანს, რომ ეგ ადამიანები ისედაც აპირებენ შესვლას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.











