„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძე ამბობს, ადგილზე უკანონ ქმედებები გრძელდება.
„თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება, მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა კანონით დასჯადია, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არც ერთ გაფრთხილებას და ამ უკანონო ქმედებებს აგრძელებენ.
სახელმწიფოს მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის სხვაგვარად შეჩერება შეუძლებელია“,-განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს











