სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში 1.4 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.9 ლარს შეადგინა.
2 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 308.6 ლარზე დაფიქსირდა.
ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის თანხა 162.9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი ოჯახისთვის 260.7 ლარით, სამსულიანისთვის – 293.3 ლარით, ოთხსულიანისთვის – 325.9 ლარი, ხუთსულიანისთვის – 366.6 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 433.4 ლარი.
მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს 40 დასახელების პროდუქტს.
საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70 %-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.











