ცესკომ რამდენიმე წუთის წინ, სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, სასამართლო გადაწყვეტილებით, საოლქო კომისიები 15 საარჩევნო უბანზე ხმებს ახლიდან დაითვლიან.
“საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლის პროცესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი მონაცემების გადამოწმების მიზნით.
8 ნოემბრის 18:00 საათის მონაცემებით, გადათვლილია 24 საარჩევნო უბნის შედეგი. ამ ეტაპზე, როგორც რაიონულ, ისე – სააპელციო სასამართლოებში მიმდინარეობს დავების განხილვის პროცესი, რომლებიც დასრულებისთანავე საზოგადოებას ეცნობება.
ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს დაევალათ 15 საარჩევნო უბნის გადათვლა.
მივმართავთ არჩევნებში ჩართულ უფლებამოსილ პირებს, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ხსენებული საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ.” – აცხადებენ ცესკოში.











