პარიზის სასამართლომ 2015 წელს პარიზში, „შარლი ებდოს“ რედაქციასა და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით 14 პირი დამნაშავედ ცნო.
მათ ტერორიზმის დაფინანსება და ისლამისტი თავდამსხმელების ჯგუფის წევრობა ედებოდათ ბრალად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარში სატირული ყოველკვირეული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ ოფისში ორი პირი შეიჭრა და 12 ადამიანი მოკლა. მესამე პირმა ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმისას ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელი იყო.











