თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები აქციას მართავენ.
სასამართლოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.














