fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სასაზღვრო კონფლიქტი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის – რა ხდება

21:24 მაისი 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
894
ნახვა

ყირგიზეთ-ტაჯიკეთს შორის, ბატკენის რაიონში, სასაზღვრო კონფლიქტი 28 აპრილს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

|რამ გამოიწვია კონფლიქტი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შუა აზიაში საზღვრების ბევრი მონაკვეთი სადავო გახდა. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის მდებარე საზღვარიც უკვე 30 წელზე მეტია დაპირისპირების მთავარი მიზეზია.

BBC-ის ცნობით, საზღვართან მდებარე სოფლების მცხოვრებნი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ერთ-ერთმა მხარემ წყლის გამანაწილებელ პუნქტთან ვიდეოკამერის დამონტაჟება სცადა. წყალსაცავიდან წყალს ორივე ქვეყანა დადგენილი კვოტების შესაბამისად იყენებს.

მოგვიანებით კონფლიქტი გამწვავდა.

|მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ

ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს წყალგამანაწილებელ პუნქტთან მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა.

ტაჯიკური მხარე კი კონფლიქტის გაღვივებაში ბრალს ყირგიზეთს სდებდა.

29 აპრილს საღამოსთვის, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ჯარების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიუხედავად, ვრცელდებოდა ცნობები, რომ შეტაკებები კვლავ გრძელდებოდა.

კერძოდ, ბატკენის პოლიციის წარმომადგენელმა AFP-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ღამის განმავლობაში სროლები გრძელდებოდა, თუმცა „არა ინტენსიურად“.

ორივე მხარემ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას პირველ მაისს მიაღწია.

ბოლო ინფორმაციით, საზღვარზე სტაბილური ვითარებაა და ყირგიზეთის და ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროების ოფიცერთა ერთობლივი კომისია აგრძელებს დაკვირვებას იმ ტერიტორიაზე, სადაც კონფლიქტი მიმდინარეობდა.

|დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა

BBC-ის ინფორმაციით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი დაზარალდა. დაინგრა ათობით სახლი.

ყირგიზეთის მონაცემებით, დაღუპულთაგან 34 მათი მხარიდანაა, ხოლო 12 ტაჯიკეთის.

თავად ტაჯიკეთი დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

კონფლიქტის შედეგად ბატკენის ოლქის სოფლებში დამწვარია სკოლები, მაღაზიები, პოლიციის შენობები. განხორციელდა 10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: ტაჯიკეთი-ყირგიზეთი

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია