ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის სამიტზე ვაქცინების წარმოებაზე ისაუბრა. როგორც შარლ მიშელი ამბობს, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რომ ვაქცინების წარმოების გაუმჯობესება მოხდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააფრთხილა „ასტრაზენეკა“, რომ ვაქცინის სხვა ქვეყნებში გატანამდე ევროკავშირთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები შეასრულოს.
„ვფიქრობ ნათელია, რომ „ასტრაზენეკამ“ ვაქცინის ექსპორტის დაწყებამდე, პატივი უნდა სცეს შეთანხმებას, რომელიც მას ევროპის ქვეყნებთან აქვს გაფორმებული“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.










