„სასოწარკვეთილი ბოკერია და მისი მეგობრები, გვარამია და ა.შ. აყირავებენ მოლაპარაკების მაგიდას”- აცხადებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
მისი განცხადებით, ის, რომ მოლაპარაკებები დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არ გაგრძელდა, ოპოზიციის ბრალია, რადგან მათ „მაგიდა ააყირავეს“.
„სასოწარკვეთილი ბოკერია და მისი მეგობრები, გვარამია და ა.შ. აყირავებენ მაგიდას. უარი თქვეს დღეს შეკრებაზე, ეს იყო მაგიდის აყირავება. ნახავდნენ, რომ არც არაფერია გაყალბებული. რა თქმა უნდა, იყო ლოკალური ხარვეზები მაგრამ სინამდვილეში,არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, რაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. შეეშინდა ბოკერიას, გვარამიას, სააკაშვილს და უგულავას და მათ ააყირავეს მაგიდა. მაგრამ ეს მაგიდა ჩვენ ან სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ აუყირავეს. საბაბს ეძებენ, რაც ადვილია, მაგრამ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან“, – განაცხადა კობახიძემ.











