იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სწავლა 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ დისტანციური რეჟიმით იწარმოებს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
„სასწავლო პროცესი განათლების სისტემაში კვლავ შერეული ფორმით მიმდინარეობს – სკოლების ნაწილში დისტანციური ფორმით და ნაწილში საკლასო ოთახებში. იმ სკოლებში, სადაც ფიქსირდება კოვიდინფექცია, სამინისტრო ეპიდემილოგენთან ერთად წერტილოვნად მართავს პროცესებს.
მოგეხსენებათ, არჩევნების უბნების ძირითადი ნაწილი სასკოლო სივრცეში მდებარეობს. იმის გამო, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკები ავიცილოთ თავიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სწავლება გადავა დისტანციური ფორმატზე. მომდევნო კვირაში კვლავ განახლდება სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ ფორმატში“, – განაცხადა დგებუაძემ.
არჩევნების ჩატარების კოვიდ-სტანდარტი საქართველოსა და მსოფლიოში – ძირითადი განსხვავებები











