კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა იქონია საარჩევნო პროცესზე. კერძოდ, პანდემიის გამო 60-ზე მეტ ქვეყანას არჩევნების თარიღის გადაწევა მოუწია. იმ ქვეყნებს კი, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად, არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს, სპეციალური წესების შემოღება მოუწიათ.
საქართველო სწორედ ზემოთ აღნიშნულ ქვეყანათა სიაში. 31 ოქტომბერს საქართველო მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. COVID-19-ის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩევლებს დადგენილი წესების დაცვა მოუწევთ:
- ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს თერმოსკრინინგს არ ჩაუტარებენ
- ამომრჩევლებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, რომლის მოხსნაც რამდენიმე წუთით, იდენტიფიცირებისას იქნება საჭირო. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაიცემა.
- ამომრჩევლებს უბნებზე ინდივიდუალური კალმისტრები დახვდებათ, რომელიც გამოყენების შემდეგ, სპეციალურად განკუთვნილ კონტეინერში უნდა მოათავსონ.
- სარეგისტრაციო მაგიდასთან არ უნდა იყოს ორზე მეტი ამომრჩეველი, ამ შემთხვევაში დროებით შეჩერდება კენჭისყრის ოთახში სხვა ამომრჩევლის შესვლა.
ასევე, ცესკომ სტაციონარში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის წესი დაადგინა.
პანდემიის გამო OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიები საქართველოში არჩევნებს შეზღუდული რაოდენობით დააკვირდება.
რა ხდება ამ კუთხით მსოფლიოში
აშშ საპრეზიდენტო არჩევნები – 3 ნოემბერი, 2020
2020 წლის 3 ნოემბერი – აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებია. ამერიკის მოსახლეობამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.
მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, არჩევნები აშშ-ს სხვადასხვა შტატში განსხვავებულად გამოიყურება. ყველა შტატის ხელისუფლება თავად ადგენს წესებს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები.
კერძოდ, გარკვეულ შტატები ფოსტით ხმის მიცემის პროცედურას აფართოვებენ. შტატების ამომრჩეველთა დაახლოებით 2/3 შეძლებს ფოსტით ხმის მიცემის პროცედურით ისარგებლოს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფორმატი საარჩევნო უბნებზე ხალხის რაოდენობას შეამცირებს. (არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა არჩევნებში თაღლითობის შემთხვევებს გაზრდის, როგორც ამას აშშ-ს პრეზიდენტი ირწმუნება).
ელექტრონული ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა – გარკვეულ შტატებში (მაგ: კალიფორნია და კოლორადო) საარჩევნო ბიულეტენები ყველა რეგისტრირებულ ამომრჩეველს ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად გადაეგზავნება.
ელექტრონული მომსახურება აღნიშნულმა შტატებმა წინა არჩევნებზეც გამოიყენა. ერთ ამომრჩეველზე გაწეული ელექტრონული მომსახურება მაშინ 10$ დაჯდა.

რაც შეეხება ინდიანასა და ტეხასს, აქ ამომრჩევლებს იმის დასაბუთება დასჭირდებათ, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.
34 შტატში საფოსტო ყუთები დაიდგმება. ის შტატები კი, სადაც ხმის მიცემის პროცედურა ჩვეულ რეჟიმში გაიმართება, გეგმავენ, რომ ხალხს ხმის მიცემის უფლება არჩევნების წინა დღესაც მისცენ. ზოგიერთ ქალაქში საარჩევნო უბნები მოხუცთა თავშესაფრებისგან მოშორებით გადააქვთ.
ამასთანავე, ყველა შტატი ადგილობრივ საარჩევნო უბნებზე გასანაწილებლად დიდი რაოდენობით პირბადეებს, ხელთათმანებს, ხელის სადეზინფექციო სითხეებს ყიდულობს. ფედერალურმა მთავრობამ 400 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რათა შტატებს ხარჯების დაფარვაში დაეხმაროს.
ექსპერტები შიშობენ, რომ ამომრჩევლებს კომუნიკაციის ახალი ფორმები დააბნევს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აშშ-ში ამომრჩეველთა აქტივობა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დაბალია.
შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაიწყეს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიები, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რეგისტრაცია, ფოსტით ბიულეტენების შევსება და ა.შ.
რუსეთი – ეროვნული რეფერენდუმი – 1 ივლისი, 2020
რეფერენდუმის ჩატარების თავდაპირველი თარიღი 22 აპრილი იყო. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა 1 ივლისამდე გადაიწია.
რუსეთში საარჩევნო უბნები აღჭურვილი იყო სადეზინფექციო საშუალებებით და პირბადეებით.
ასევე, დაცული იყო სოციალური დისტანცია. CBC -ის ინფორმაციით, ამომრჩევლებს ხმის მიცემა არჩევნებამდე 6 დღით ადრე შეეძლოთ. ზოგიერთ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა გარეთ ტარდებოდა.

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში – 4 მარტი, 2020
ისრაელში არჩევნების დროს კარანტინი იყო გამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით საარჩევო კარვები იყო განთავსებული. უბნებზე სპეციალურ ეკიპირებაში გამოწყობილი ექიმები იყვნენ.
ამომრჩევლები კარვებში ხმის მისაცემად რიგითობის პრინციპით შედიოდნენ. დანარჩენები დისტანციის დაცვით გარეთ ელოდებოდნენ საკუთარ რიგს.
ამომრჩევლები პირბადესა და ხელთათმანებს ატარებდნენ. საარჩევნო ყუთებთან დამკვირვებლები პლატმასის მიღმა ისხდნენ და პროცესს აკვირდებოდნენ.
საფრანგეთის მუნიციპალური არჩევნები – პირველი ტური 2020 წლის 15 მარტი
14 მარტს საფრანგეთმა კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, აკრძალა 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება, დაიხურა სკოლები, შეჩერდა სპორტული ღონისძიებები.
თუმცა, მიუხედავად ამისა, საფრანგეთმა 15 მარტს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები არ გადადო.
რა წესები შემოიღო საფრანგეთის მთავრობა ამომრჩევეთა უსაფრთხოების დასაცავად:
მინდობილობითი (მარიონეტული) ხმის მიცემის პროცედურა (proxy voting procedure) საფრანგეთში დაშვებულია. ცნობისთვის, მინდობილობითი ხმის მიცემის პროცედურა ერთ სენატორს საშუალებას აძლევს ხმა მისცეს პლენარულ სხდომაზე თავისი პოლიტიკური ჯგუფის ყველა წევრის მაგივრად, ხოლო კომიტეტის სხდომაზე – მხოლოდ ორი კოლეგის ნაცვლად.
მინდობლობითი ხმის მიცემის მსურველებს შესაბამისი პოლიციის განყოფილებისთვის ან პირველი ინსტანციის ტრიბუნალისთის თავად უნდა მიემართათ.
ასევე, გარკევულ კატეგორიაში მყოფ ადამიანებთან პოლიცია თავად მიდიოდა. კერძოდ:
- კარანტინში მყოფ ადამიანებთან;
- სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან;
- კოლექტიური საცხოვრებელში მცხოვრებ პირებთან;

წესები საარჩევნო უბნებზე
- სოციალური დისტანციის დაცვა – ერთი მეტრი დაშორება ამომრჩევლებს შორის;
- შინაგან საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისულიყვნენ საკუთარი საწერი კალმებით, რათა ვირუსის ამ გზით გადაცემა თავიდან აერიდებინათ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ არჩევნებამდე გამოცემული კომუნიკეტი „მუნიციპალური არჩევნების ორგანიზება COVID-19 ეპიდემიის დროს“ შემდეგ დებულებებს შეიცავდა:
- პერსონალის ინფიცირების შემთხვევაში ყოლოდათ დამატებითი რაოდენობა, რათა მარტივად მომხდარიყო მათი ცვლა;
- საარჩევნო უბნების უზრუნველყოფა სადეზინფექციო საშუალებებით;
- ინსტრუქციების შემცველი პლაკატების განთავსება საარჩევნო უბნებთან.
კომუნიკეტში ასევე ნათქვამი იყო, რომ ამომრჩეველისთვის, რომელიც სადეზინფექციო გელის გამოყენებაზე უარს იტყოდა, ან თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ პირბადეს ატარებდა, ხმის მიცემის უფლება არ უნდა წაერთმიათ. თუმცა, კომუნიკეტი საარჩევნო უბნის ხელმძღვანელს უფლებას ძლევდა ამომრჩეველი მოეხსნა უბნიდან თუ ის კორონავირუსის გავრცელების რისკებს შექმნიდა.
მეორე ტური 2020 წლის 28 ივნისი, 2020
საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური 28 ივნისს გაიმართა.
მეორე ტურში ასევე მოქმედებდა მარიონეტული ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც უფრო მეტად გამარტივდა.
საარჩევნო უბნები უზრუნველყოფილი იყო პირბადეებით, როგორც საარჩევნო უბნის წევსრებისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვის. ასევე, კანონის თანახმად, არჩევნები შეიძლება გადადებულიყო იმ ადგილებში, სადაც კოვიდ სიტუაცია გაუარესდებოდა.
საარჩევნო უბნებზე გამოკრული იყო ინსტრუქციების შემცველი პლაკატები ამომრჩევლებისთვის. ასევე, თითოეულ ადამიანს უნდა დაეცვა სოციალური დისტანცია.
გერმანია – ადგილობრივი არჩევნები ბავარიაში -15 მარტი, 29 მარტი, 2020
ბავარიაში არჩევნების პირველი ტური 15 მარტს ჩატარდა. საარჩევნო უბნებზე მყოფი პერსონალი სამედიცინო ხელთათმანებს ატარებდა. ამომრჩევლების უმეტესობა არჩევნებზე საკუთარი საწერი კალმით მივიდა.
მეორე დღეს ანგელა მერკელმა ქვეყანაში კოვიდ 19-ის შესაჩერებლად „რადიკალური ზომები“ მიიღო (დაიკეტა ბარები, კლუბები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, თეატრები, კაზინოები, საცურაო აუზები და ა.შ.).
სწორედ ამიტომ, ბავარიის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა, მარკუს სოდერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოაკიმ ჰერმანმა განაცხადეს, რომ 29 მარტს არჩევნების მეორე ტური საფოსტო კენჭისყრის საშუალებით ჩატარდებოდა.
ავსტრალია – ადგილობრივი არჩევნები კუინზლენდში – 29 მარტი, 2020
კუინზლენდში ადგილობრივი არჩევნები 29 მარტს გაიმართა. ცნობისთვის, ავსტრალიაში ხმის მიცემა სავალდებულოა. კანონის დამრღვევები 133 დოლარით ჯარიმდებიან. ეს ის რეგულაციაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე არ შეცვლილა.
Queensland- ის საარჩევნო კომისიამ (ECQ) კორონავირუსის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, შემდეგი წესები შემოიღო:
- უბნების სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა;
- დამატებითი დეზინფექციის ჩატარება საარჩევნო კაბინებში;
- დისტანციის დაცვა -1,5 მეტრი;
- უბნების ხმის მიცემის ინსტუქციებითა და სხვა საჭირო მასალებით უზრუნველყოფა;
- ამომრჩევლები არჩევნებზე უნდა მივიდნენ საკუთარი საწერი კალმით;
- ადრეული ხმის მიცემის უზრუნველყოფა 16-27 მარტის ვადაში;
- უბნებზე 100-მეტი ადამიანის ყოფნა არ შეიძლება.
ასევე, ECQ-მ შემოიღო ტელეფონით ხმის მიცემის სისტემა რისკ-ჯგუფში მყოფი ამომრჩევლებისთვის. დაშვებული იყო ფოსტით ხმის მიცემის პროცედურაც.
საპარლამენტო არჩევნები სამხრეთ კორეაში – 15 აპრილი,2020
ეროვნული საარჩევნო კომისიის (NEC) მიერ შემუშავებული წესების მიხედვით, ამომრჩევლებს აუცილებლად უნდა ეტარებინათ პირბადე და კეთებოდათ სამედიცინო ხელთათმანები. ასევე, საარჩევნო უბნებზე მისულ ყველა ამომრჩეველს ეზომებოდა ტემპერატურა და ხელზე სადეზინფექციო სითხეს ასხამდნენ. კოვიდით ინფიცირებულებს უფლება ჰქონდათ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურით ესარგებლათ.
ასევე, გაზარდეს საარჩევნო უბნების რაოდენობა (14, 330), რათა უბნებზე ხალხის დიდი რაოდენობის თავშეყრა თავიდან აერიდებინათ.
- ამომრჩეველი, რომლის ტემპერატურა 37,5-ზე მაღალი იქნებოდა, უნდა გაყოლოდა უბნის პერსონალს და ხმა სპეციალურად დამონტაჟებულ საარჩევნო კაბინაში აძლევდა;
- ამომრჩეველს ცოტა ხნით უნდა ჩამოეწია ან მოეხსნა სამედიცინო პირბადე, რათა მისი იდენტიფიცირება მომხდარიყო;
- ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველს გამოყენებული სამედიცინო ხელთათმანები ნაგვის ურნაში უნდა გადაეგდო.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები – პირველი ტური 28 ივნისი, მეორე – 9 ივლისი, 2020
ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ (NEC) საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შემდეგი გაიდლაინები გამოაქვეყნა:
- ამომრჩევლებს შეეძლოთ ხმის მიცემა უბანზე მისვლით 28 ივნისს, ან უნდა გამოეყენებინათ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა არჩევნებამდე 12 დღით ადრე, თუ ისინი იზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებოდნენ;
- უბანზე მყოფი პერსონალი ატარებდა პირბადეებს და ეკეთათ სამედიცინო ხელთათმანები, რომლებსაც ისინი საათში ერთხელ იცვლიდნენ;
- დაცული იყო 1,5-მეტრიანი დისტანცია;
- ამომრჩევლებს ხელები უნდა დაემუშავებინათ სადეზინფექციო ხსნარით;
- „მაღალი ინტენსივობის შეხების“ ზედაპირების დეზინფექცია უნდა მომხდარითო საათში ერთხელ.
ნინი ტაველიძე, PTN.GE











