სასწრაფოს ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ. – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ექიმებთან მიმართებაში იმის გამო მიიღეს, რომ პაციენტებთან.
„მივიღეთ გადაწყვეტილება სასწრაფო დახმარების ექიმებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში, როგორც გამოვლენის პერიოდში, ასევე ვიდრე დადგინდება დიაგნოზი, ტესტირება, რომელიც დღემდე იყო ორ კვირაში ერთხელ ექიმების ჯგუფში, შევამციროთ ეს დრო და ყოველ 72 საათში მოხდეს სასწრაფო, გადაუდებელი ექიმების ტესტირება.
მიგვაჩნია, რომ ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე შესაძლო ინფექციის გავრცელებაში.“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.











