წინანდალში, სასტუმრო “რედისონ ქოლექშენში” პერსონალისა და სტუმრების საევაკუაციო სამუშაო დასრულებულია.
სასტუმროს შენობაში ცეცხლი ლოკალიზებულია.
“რედისონის” მენეჯერის, ლელა ოთარაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი მეხუთე სართულზე, საუნას გაუჩნდა და ორ ოთახზე გავრცელდა.
აალება სასტუმროს თანამშრომლებმა შენიშნეს და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
ადგილზე 10 სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
დაკვამლიანების გამო, სასტუმროს ერთ-ერთ თანამშრომელს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ის, თელავის ერთ- ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
რა გახდა საუნაში აალების გამომწვევი მიზეზი, ჯერ- ჯერობით უცნობია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











