დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირები სინოდის სხდომის გამართვას არ გამორიცხავენ.
ამასთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„შესაძლოა იმსჯელოს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.
შეგახსენებთ, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.











