სოხუმიდან სოჭში რუსული კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ჩქაროსნული კატამარანი სოხუმის პორტში ჩამოდგა, იუწყება აფხაზური მედია.
გამოცემის ცნობით, 10 ოქტომბერს, კატამარანი “გრიფონი”, რომელმაც პირველი რეისი სატესტო რეჟიმში შეასრულა, ქალაქის პორტში შევიდა. მგზავრობის ღირებულება სამი ათას რუსულ რუბლს შეადგენს.
2022 წლის 1 მაისიდან კი ის რეგულარულ რეისებს შესრულებს.ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს რუსული კომპანიის წარმომადგენელმა მიხაილ ანტოშინმა განუცხადა. მისივე ცნობით,კატამარანი 120 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. მგზავრობის დრო კი, დაახლოებით, 3 საათი და 15 წუთი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა არ განხორციელებულა.
ავტორი: თეა შონია











