ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საწოლფონდს საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად ემატება.
„გასული 24 სათის განმავლობაში ისევ 3000-ს გადააჭარბა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ, გარდაიცვალა 27 ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ძალიან რთულია, უკავშირდება „დელტა“ შტამის გავრცელებას, რომლის გავრცელების მაჩვენებელიც ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ეს იყო სხვა შტამების შემთხვევაში.
საწოლფონდი მობილიზებულია და ყოველდღიურად ემატება კიდევ ახალი საწოლების რაოდენობა, ჩვენ კიდევ დაახლოებით 1 500 საწოლის რეზერვი გვაქვს, რასაც რა თქმა უნდა, მობილიზებას მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გავუკეთებთ. ასევე, ემატება კიდევ სასტუმროს ფონდი, უმრავლეს შემთხვევაში, შემთხვევების მიმდინარეობა არ არის მძიმე და მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ სექტორი რჩება სრულად მობილიზებული“, – განაცხადა გაბუნიამ.











