საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
„საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომები არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება სიმპტომები, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურსი სანიტარულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით წარიმართა საარჩევნო…
Posted by საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia on შაბათი, 12 სექტემბერი, 2020











