პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სავარაუდოდ, არ იქნება.
როგორც თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ბახტაძეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის გამოცდილება აქვს და როგორც ჩანს, მისი გეგმები საპარლამენტო საქმიანობას არ უკავშირდება.
„რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან ის იყო პრემიერ-მინისტრი, მას აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის გამოცდილება და როგორც ჩანს, მისი სამომავლო გეგმები არ უკავშირდება საპარლამენტო საქმიანობას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წელს დატოვა.
ასევე, 20 ივნისს „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატების წარდგენას მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა, რის გამოც გაჩნდა კითხვები, მმართველი პარტიის სიაში მის ყოფნასთან დაკავშირებით.











