გორის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. Dianews.ge-ს ინფორმაციით, თერგვისში მამაკაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბასრი ყელსაკიდით მამაკაცი მაღალი სართულიდან გადმოხტა, რამაც მამაკაცის სხეულის დაზიანება გამოიწვია.
მომხდარს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის წარმომადგენლებიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობენ.
უწყებაში განმარტავენ,რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.











