სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“მთელი ამ ხნის განმავლობაში პროკურატურა ამბობდა გირაო გადაიხადოს და გამოვა მელიაო.
ამ დროს, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობაზე ძალაში დატოვა.
ფარსი და საზიზღარი, ძირგამომპალი მართმსაჯულება!”, – წერს დეკანოიძე.











