ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, გარკვეული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომ თითქოს მმართველ გუნდში დაპირისპირებაა, თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიციურ რიგებში მიმდინარეობს დაშლა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს მმართველ პარტიაში არის დაპირისპირება, ათას სისულელეებს იგონებენ, თითქოს მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძე -გახარიასთან, გახარია-გომელაურთან და ა.შ. თუმცა ამ დროს ვხედავთ, რომ ოპოზიციურ რიგებში მიმდინარეობს დაშლა. აი, ეს არის რეალობა“, – განაცხადა კალაძემ.











