სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით არიან დაშავებულები.
არსებული ინფორმაციით, პურის საცხობ „ვერსალში“ სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა.
აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხობის მინები. ადგილზე მობილიზებულია სახნძრო, სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები.
დეტალებს შსს არკვევს.
ავტორი: თეა შონია











