“გვქონდა ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა სენატორებთან – შაჰინთან და ჯონსონთან. ისინი განსაკუთრებით არიან დაინტერესებული იმ პროცესებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, კონკრეტულად კი საქართველოშ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.
„რა თქმა უნდა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე. იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა და ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული, ჩვენი მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











