საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარება.
„თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა ამის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა.











