სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ვაქცინაცია კორონავირუსის ჩინური ვაქცინით, Sinopharm-ით დაიწყო.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Sinopharm-ით სერბეთის სამხედრო ძალების ასობით წევრი აცრეს.
ცნობისთვის, სერბეთმა კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ჩინური ვაქცინის მილიონი დოზა გასულ კვირას მიიღო.











