სერბეთში სამხედრო საწყობებში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ჩაჩაკის სიახლოვეს მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში მოხდა.
აფეთქება ღამით მოხდა და მოქალაქეების ნაწილს სახლების დატოვება მოუწია. მომხდარის გამო ახლომდებარე დასახლებებში სახლების ნაწილი დაზიანდა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ევაკუირებული იყო საწყობის 30 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური.











