არცერთი ინსტიტუცია აღარ დარჩა, რომელსაც მათთვის ძალიან ხისტად არ მოეწოდებინა, რომ პარლამენტში შევიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ზოგადად, პარლამენტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ მასში წარმოდგენილი იყოს ოპოზიცია და მთელი ეს ექვსი თვე ამას გავიძახით ყველანი – შემოდით, არა იმიტომ, რომ ამ ხალხის პოლიტიკური პაემანი გვსიამოვნებს, არამედ იმისთვის, რომ პარლამენტის გამართულ მუშაობას სჭირდება ოპოზიციის ყოფნა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.











