მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ისედაც დიდ ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა, პანდემიის დროს გაიზარდა,- ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში, ვიცე-პრემიერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის დროს, ზოგადად, სამედიცინო სექტორის დატვირთვის გამო, პრევენციულ სერვისებსა და პირველად ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობა მცირდება
„ჩვენ ბოლო საკომიტეტო მოსმენებზე, ასევე ახლა, პლენარულზე მივიღეთ მთავრობისგან მკაფიო დაპირება, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკური ნება და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები იქნება.
რაც შეეხება პარლამენტის კომიტეტს, ისინი უკვე მუშაობენ ახალ საკანონმდებლო პროექტზე და ვფიქრობ, მძლავრი პოლიტიკური ნების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი პოზიტიური გარდატეხა მოხდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ერთ-ერთ მიმართულებას ამ მხრივ წარმოადგენს ადგილობრივად მედიკამენტების წარმოებისთვის ხელშეწყობა. ასევე, მედიკამენტების ხარისხზე მძლავრი სისტემის შექმნა, რომელიც არ მისცემს საშუალებას, იაფიან და დაბალი ხარისხის მედიკამენტს პაციენტამდე მივიდეს.











