ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთში ვიზიტის შემდეგ სერგეი ლავროთან განხილულ საკითხებზე საუბრობს.
როგორც იგი ამბობს, შეხვედრისას საუბარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საკითხსაც შეეხო.
„ვისაუბრეთ კონფლიქტებზე ჩვენს უახლოეს სამეზობლოში და მე დაჟინებით მოვითხოვე მინსკის შეთანხმების სრული შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ასევე შევეხეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებისა და სირიისა და ლიბიის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რჩებიან,“- წერს ჟოზეფ ბორელი.
ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს 5 თებერვალს შეხვდა.











