„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭო დატოვა.
კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის პარტიას, კონკრეტულ პასუხს არ სცემს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს სერგი კაპანაძე “ევროპული საქართველოს” ყრილობაზე იმყოფებოდა.
„ევროპული საქართველო“ პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ასევე ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დატოვეს. მოგვიანებით კი, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბასვილმაც მიიღეს.











