ადამიანი, რომელიც გესალმება გკითხულობს და მერე უარს აცხადებს მონაწილეობაზე, ნიშნავს, რომ არ უნდათ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა “ტვ პირველის” ეთერში სერგო ჩიხლაძეზე განაცხადა.
იოსელიანის თქმით, სტუდიაში შესვლის შემდეგ სერგო ჩიხლაძე მიესალმა, თუმცა მერე სტუდიიდან “გაიქცა”, რადგან მასთან საუბარი არ სურდა.
“ამ ოთახში რომ შემოვედი, სერგო ჩიხლაძე იჯდა აი ამ სკამზე, ჩემს წინ რომ არის, მომესალმა, მომიკითხა როგორ ხარო ლევან და მერე გაიქცა სტუდიიდან, დაურეკეს, რომ უნდა წასულიყო. ადამიანი, რომელიც გესალმება გკითხულობს და მერე უარს აცხადებს მონაწილეობაზე, ეს მიუთითებს მარტო ერთ რამეზე, ადამიანებს არ უნდათ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი,
დღეს რაც მოხდა ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ხდებოდა ამ დღის მანძილზე -არ დაგელაპარაკებით”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.











