fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შალვა ნათელაშვილი ევროპისთვის გზავნილს ავრცელებს და ქვეყნებს მიმართავს, არ აღიარონ საქართველოში ჩატარებული არჩევნები 

13:20 იანვარი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
830
ნახვა

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროპას სთხოვს არ აღიარონ ჩატარებული არჩევნები. ამის შესახებ ნათელაშვილი ევროპისთვის გზავნილსაც ავრცელებს.

როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, ის მიმართავს ევროპის კავშირის წევრ ყველა სახელმწიფოთა მეთაურებს, მთავრობათა ხელმძღვანელებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპარლამენტის ყველა წევრს, ევროპის საბჭოს, ნატო-ს, ეუთო-ს ყველა სტრუქტურასა და ხელმძღვანელ პირებს, ევროპულ მასმედიას.

„უპირველესად, გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. გაცნობებთ, რომ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთადერთი ერთპარტიული პარლამენტია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთსულოვანი უარი განვაცხადეთ იმ პარალმენტში შესვლაზე, რომლის არჩევნებიც 2020 წლის 31 ოქტომბერს სრულიად გააყალბა რუსმა ოლიგარქმა პრეზიდენტ პუტინის გარემოცვიდან, საქართველოს დე-ფაქტო ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს, პარლამენტში წარმოდგენილია მხოლოდ მისი პარტია არასრული ქვორუმით და ამ ორგანოს არ შეუძლია კონსტიტუციურ, სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება და მათ შორის, თქვენთვის რეალური მოკავშირეობის გაწევა.

ამ კრიტიკულ ფონზე, ჩვენ ევროპისგან ვერ ვგრძნობთ მოსალოდნელ მხარდაჭერას, ვიღებთ მხოლოდ მოწოდებებს შევიდეთ პარლამენტში და ლეგიტიმაცია მივცეთ პრეზიდენტ პუტინის გეგმით შეკრებილ ორგანოს.

საქართველო სწორედ ევროპული არჩევანის გამო დასაჯა მოსკოვმა, მოახდინა მისი 20%-ის ოკუპაცია, დაგვიწესა ეკონომიკური ბლოკადა, დაგვიხოცა უამრავი მოქალაქე. ევროპამ კი სანქციებიც არ დააწესა ამის გამო რუსეთისადმი. სწორედ ამ დაუსჯელობით გათამამებას მოჰყვა შემდგომ ყირიმის ოკუპაცია, უკრაინის დაშლა, სირია, ყარაბახი და სხვა.

დღესაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი სარგებლობს ევროკავშირის მოქალაქის სტატუსით რომელიც მან მიიღო საფრანგეთში ყალბი ქორწინების გაფორმებით. არ დაისაჯა იმის გამო, რომ 90-იან წლებში ანგოლაში გაყიდა ერთი მილიარდი დოლარის რუსული იარაღი, რასაც ერთი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა და ასევე, მან პასუხი არ აგო ქართული სახელმწიფოს მითვისების, ეკონომიკისა და ბიზნესის საკუთარ შემოსავლად გადაქცევის, კრიპტოვალუტით , ნარკოტიკით, იარაღის კონტრაბანდით, კორუფციით, შავი ფულის გარეცხვის გამო, რის თაობაზეც ეს წლები სისტემატიურად გაცნობებდით.

ახლა როცა ივანიშვილის რეჟიმის განუყოფელი ატრიბუტია – პოლიტიკური რეპრესიები, არჩევნების გაყალბება, პოლიტპატიმრები, მშვიდობიანი აქციების დარბევა, ტერორი, სასამართლოს გადაქცევა ხელისუფლების ადვოკატურად, დამოუკიდებელი მასმედიის განადგურება, შევიტყვეთ რომ ამ საახალწლოდ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საპატიო ლეგიონერის ორდენით დააჯილდოვა, ესაა ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება!

დღეს, საქართველოს გარშემო რკალი შეკრეს დიქტატორმა პუტინმა და ნეო-სულთანმა ერდოღანმა, რომლებიც იწყებენ რეგიონის გადანაწილებას. საქართველო კი დარჩა ევროპის ერთადერთ გასაღებად ევრაზიის კონტინტეტზე. თქვენ, ამგვარი უყურადღებობა ამ გასაღებს დაგაკარგინებთ მალე და ჩვენც დავკარგავთ იმ დასავლურ გზას, რაც ავირჩიეთ და რის გამოც ამდენი განსაცდელი გადავიტანეთ. თუ თქვენგან დროული რეაგირება არ იქნება ერთ დღეს გაიღვიძებთ და ყველა ევროპისკენ მომავალი ენერგომატარებელი და ევრაზიული გზა აღმოჩნდება მოსკოვისა და ანკარის კონტროლის ქვეშ.

ქართველ ხალხს კარგად გვახსოვს, რომ ევროპამ შუა-საუკუნეებში მიგვატოვა ჯერ სპარსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში, მერე, თურქეთთან დაგვტოვეს მარტოდ, ევროპამ რეაქცია არ გააკეთა როდესაც რუსეთმა 1801 წელს გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა. ევროპამ ჩაყლაპა, როდესაც 1921 წელს რუსეთმა დაიპყრო საქართველო. ევროპამ მიგვატოვა ამ საუკუნის დასაწყისშიც, როდესაც არ მიგვიღო ნატოში და რუსეთს მისცა საშუალება 2008 წელს მოეხდინა აგრესია-ოკუპაცია საქართველოსი.

იმედია, ახლა მაინც არ მიგვატოვებთ რუს ოლიგარქთან უთანასწორო ბრძოლაში ამიტომ ვითხოვთ:

1. არ სცნოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა და მის საფუძველზე შექმნილი მთავრობა. ამის გამო ახალი არჩევნების დანიშვნამდე გაიწვიეთ ელჩები საქართველოდან და დატოვეთ ურთიერთობა რეჟიმთან დესპანის დონეზე, როგორც ეს საერთაშორისო სამართალშია მიღებული,
2. დააწესეთ სანქციები რუსი ოლიგარქის ბ. ივანიშვილის თქვენთან გადანახულ მილიარდებზე. ასევე, დაუწესეთ სანქციები მის გარემოცვას და ორგანოებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უშიშროების სამსახურსა და სხვა.
3. აქტიურად დაგვიჭირეთ მხარი რათა 2021 წლის ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს განახლებული კომისიებითა და საარჩევნო კანონმდებლობით.
4. ველოდებით თქვენს გადაუდებელ მხარდაჭერას“, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

თეგები: შალვა ნათელაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიმართ პირადი სიმპათიის მიუხედავად, ევროპულ სადამკვირვებლო მისიებს არ ვენდობით – ნათელაშვილი

სექტემბერი 10, 2021
759
პოლიტიკა

ნათელაშვილი ვაშაძეების წინააღმდეგ: არ ვთვლი, რომ „მესამე ძალა“ იმსახურებს რაიმე ღრმა ანალიზს

აგვისტო 30, 2021
853
პოლიტიკა

ძალადობა დაუშვებელია და თანასწორობა უნდა იყოს გარანტირებული – შალვა ნათელაშვილი პრაიდზე

ივნისი 30, 2021
820

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია