„ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ველოსიპედით ივლის. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში” ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ ველოსიპედი ბავშვობიდან უყვარს და კვადროთი სიარულიც შეუძლია.
„მთელ ევროპაში ასეა და ჩვენთან ვერ ივლიან ველოსიპედები თუ რა?!” – აღნიშნა ნათელაშვილმა, რომელმაც ხელისუფლება ძვირადღირებული ავტომობილებისა და სხვა ხარჯების გამო გააკრიტიკა.











