ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში მანდატებზე უარს იტყვიან, თუმცა ეს ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა იყოს.
„მანდატებზე უარის თქმა აუცილებლად სწორია, როდესაც დაშვებულია ამგვარი ბოროტებები არჩევნების დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება საყოველთაო და ყველა ოპოზიცია იტყვის მანდატებზე“,- ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება უკე მიიღო. პარტია პარლამენტში არ შევა და არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
რა მოხდება, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს გამოუცხადებს და პარლამენტში არ შევა











