„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ განიხილება საკითხი სახალხო პარლამენტის შექმნის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია. ეს საპროტესტო აქციები თუ ალტერნატიული სახალხო პარლამენტები მხოლოდ დააჩქარებს პროცესს.
სახალხო პარლამენტში იგულისხმება საკონსულტაციო სტრუქტურული ინსტიტუტები, რომლებიც გააგონებენ ხმას, როგორც ქვეყანას, ისე მთელ მსოფლიო პარტნიორებს. ეს თემები არის განხილვაში“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში რევოლუცია უკვე მოხდა.
„რევოლუცია უკვე მოხდა, მაშინ როცა ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში და დარბაზში მარტო დატოვა ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული გაურკვეველი დედალ-მამალი წარმონაქმნები, რევოლუცია უკვე მოხდა. რევოლუცია მარტო ქუჩაში ზარბაზნების სროლა ხომ არ არის“,- აღნიშნა ნათელაშვილმა.










