„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ინიციატივით მიმართავს, რათა გაფორმდეს ოლიგარქიული პაქტი.
„მოვუწოდებ ყველა პარტიას, გავაფორმოთ ანტიოლიგარქიული პაქტი, რათა არასოდეს ქართულ პოლიტიკაში ჩვენი ქონების წასართმევად აღარ მოვიდნენ: ოქრიაშვილები, ჩხარტიშვილები, ჩოჩელები, ენუქიძეები, წულაიაები, ოდიშარიები და კიდევ მაქსიმუმ 100 პიროვნება, რომლებმაც 50 მლრდ დოლარზე მეტი წაართვეს ჩვენს მომავალს და ჩვენს ქვეყანას, მიითვისეს ეროვნული სიმდიდრეები, წარმოების საშუალებები, ეკონომიკა, დაავანეს ის უცხოეთში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე“, – აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.











