დღეს ბათუმში ერას მოედანზე „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
„ლეიბორისტული პარტიიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის ბათუმიდან ზურაბ ლომია, ხოლო მაღალმთიანი აჭარიდან უშანგი ცეცხლაძე, საქართველოს პარლამენტში კი ბათუმიდან ტარიელ კალანდარიშვილი, ხოლო ქობულეთიდან მირიან ბერაძე იბრძოლებენ.
„ისტორიულად აჭარის პულსი განსაზღვრავდა ქართულ პოლიტიკურ გონს. მე ამ მაჯისცემას ვგრძნობ. ვგრძნობ იმას, რომ 31-ში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია ცარიელ-ტარიელი დარჩება აჭარაში და შესაბამისად, დამარცხდება მთელ საქართველოში. ეს ჩემი აჭარლების თვალებში და გულისცემაში იგრძნობა ძალუმად და მე ამით ამაყი ვარ”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











