„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი თავად ავრცელებს.
„ძვირფასო მეგობრებო, დამიდგინდა კოვიდი. პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად. ვარ ორკვირიან იზოლაციაში და ვმუშაობ სახლიდან. ყველა ძალიან მენატრებით და მიყვარხართ“,- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 878 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 17. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5.26%-ს შეადგენს.










