პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღით გადავადება იყო ერთადერთი საკითხი, რის გამოც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, უკვე ყოფილი პრემიერის აზრი იყო, არსებულ მდგომარეობაში, მიზანშეწონილი ხომ არ იყო ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, გადავადებულიყო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით.
„პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმ შეუთანხმებელ პოზიციაზე, რომელიც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო და პრემიერ-მინისტრი თვლიდა, რომ პოლიტიკურად მიზანშეწონილი იყო გადავადება რამდენიმე დღით. ეს იყო ერთადერთი საკითხი.
ამ საკითხის გარშემო, არა თუ იზიარებდა პრემიერი გახარია საერთო გადაწყვეტილებას, ის იყო ერთ-ერთი ვინც ამ გადაწყვეტილებებს ასაბუთებდა, რომ პარლამენტს უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება და ა.შ,“ – განაცხადა შალვა პუპუაშვილმა.










