fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარია ცდილობს, ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოს გაუმჯობესებული „ოცნებაა“

00:29 ივნისი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

გიორგი გახარია ცდილობს, ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოს გაუმჯობესებული „ოცნებაა“, ან ბიძინა ივანიშვილის რაღაც პროექტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მისი მთელი ტაქტიკა აწყობილია ამაზე, რომ ამ სიტყვის პირდაპირი პოლიტიკური მნიშვნელობით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ხმებზე იპარაზიტოს და თქვას – მე ვარ უკეთესი „ოცნება“ და ის, რა ალტერნატივასაც გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილი. ის ამ თამაშში იმდენად ღრმად შევიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავად მოუწია განცხადების გაკეთება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში გიორგი გახარიას ასეთი პოზიციონირება კიდევ უფრო აძლიერებს გარკვეულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო მისი გადადგომის მოტივაცია.

„ჩვენ ვნახეთ პარტიის პრეზენტაცია, ვნახეთ მისი ინტერვიუ მედიის წარმომადგენლებთან და დღეს აქვს ინტერვიუ ერთ-ერთ არხზე. თუ მის ამ სამივე საჯარო გამოჩენას დააკვირდებით, ნახავთ, რომ საერთო ჯამში, არაფრის მთქმელი საუბრები იყო – წყალი. არის რაღაც გარსი, შინაარსის გარეშე; ერთი მხრივ, საუბარი კრიტიკაზე, მაგრამ არა კრიტიკაზე და რაღაცნაირად, ამორფული პოლიტიკური პოზიცია, რომელიც საერთოდ გაუგებარს ხდის, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, თუ რა არის ამ პოლიტიკური გუნდის მიზანი, რამე დამოუკიდებელი პოლიტიკური მიზანი აქვს, თუ ერთადერთი მიზანი არის „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობა და ამით იმის მცდელობა, რომ „ქართული ოცნების“ შედეგი 43%-ზე ქვემოთ ჩამოწიოს. საუბარი ზედმეტი კრიტიკის გარეშე, არავის წინააღმდეგ არ ვართ და ა.შ, მიმართულია იქითკენ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დეზორიენტაცია მოახდინოს. რამდენად ექნება ამის შესაძლებლობა და შედეგი, მეორე საკითხია, მაგრამ მცდელობა აქეთ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაზარდა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პოლიტიკური ფასი მისი გამუდმებული კრიტიკით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ კრიტიკას საფუძველი აქვს.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გუნდს საზოგადოებისთვის არავითარი ახალი პლატფორმა არ შეუთავაზებია.

„არის მხოლოდ ბრტყელი სიტყვებით თუ სლოგანებით საუბარი – საქართველოსთვის, ვერთიანდებით და რაღაც ასეთი ტერმინები, რომელიც არაფრის მომცემი არ არის. მით უმეტეს, ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც გაყოფით და გამიჯვნით წარმოიშვა. გარკკვეულწილად, ესეც პოლიტიკური ცინიზმია, რომ გაყოფისგან წარმოშობილ გუნდს ჰქვია ის, რომ ერთიანდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია აქამდე შინაარსის კარგი წარმომდგენი იყო, რის გამოც დაიმსახურა მხარდაჭერაც და საარჩევნო სიაში ყოფნაც, ხოლო დღეს ის არის კარგი წარმომდგენი შინაარსის გარეშე.

„ანუ, ის გარსი, ანტურაჟი და იმიჯი, რომელიც მას აქვს შექმნილი, მაგრამ შინაარსი აღარ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, რა საფუძველი აქვს ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური შეფასება გააკეთა, ხოლო სამართლებრივ ნაწილს გამოძიება სჭირდება.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
783
პოლიტიკა

პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ნებას არ აღიარებს – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
776
პოლიტიკა

ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია