პარლამენტის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საჯარო მოსამსახურეების ნაწილს სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა აეკრძალებათ.
„უფრო მოცულობითი გახდა საჯარო მოსამსახურის აღწერილობა და შეზღუდვები. ასევე, აიკრძალება სამსახურებრივი ნიშნით შეკრება წინასაარჩევნო კამპანიისთვის არასამუშაო დროსაც საჯარო მოხელეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულების, მაგალითად ცალკე პედაგოგების შეკრება და შეხვედრა.“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










