საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისშია.
როგორც დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მოუთმენლად ელოდება პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები აქ, ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით თქვენთან საუბარს“,- განაცხადა დანიელსონმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.











